რა უნდა ვიცოდეთ/გადავამოწმოთ მიწის ნაკვეთის შეძენისას, მისი სამშენებლოდ განვითრებისათვის? სასურველი მიწის შეძენა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდეს მისი სამომავლო გამოყენების მიზნებს და თავიდან აირიდოთ სამართლებრივი გართულებები საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები: გადაამოწმეთ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (რეესტრის ვებგვერდის ილუსტრაცია ჩავსვა შესაბამისი ეტაპებით) მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება საჯარო რეესტრის ამონაწერში, შესაბამის გრაფაში გადაამოწმეთ მესაკუთრის ვინაობა, ვალდებულებები და შეზღუდვები. (მაგალითად: ხომ არ ადევს ქონებას ყადაღა, ხომ არ არის დატვირთული რაიმე სანივთო უფლებით, იპოთეკით ან ვალდებულები.) ნაკვეთზე ინფროამცია მოიძიეთ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ( www.tas.ge) . შეამოწმეთ თუ რომელი ფუნქციური ზონის მოქმედების არეალშია მოქცეული მიწი...
Posts
Showing posts from October, 2019